ადმინისტრაციული დეპარტამენტი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:გიორგი მიშელაძე
ტელეფონი:595037711
ელ. ფოსტა:giorgi.misheladze@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:გიორგი მიშელაძე
ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვას, მათ შორის, სატრანსპორტო ქონების მართვას, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას;
ბ) სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას და ზედამხედველობას.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
ხელმძღვანელი:დავით ზაალიშვილი
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:დავით ზაალიშვილი
ტელეფონი:599 567096
ელ. ფოსტა:david.zaalishvili@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:დავით ზაალიშვილი
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) გარდა სატრანსპორტო ქონებისა, სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
გ) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, გარდა სატრანსპორტო მატერიალური ფასეულობებისა;
დ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება;
ე) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ, გარდა სატრანსპორტო ქონებისა;
ვ) სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან (მათ შორის, საქმიანი ეზოების მოწყობა) დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;
ზ) დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გადმოცემასთან დაკავშირებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ტრანსპორტის სამმართველო
ხელმძღვანელი:შოთა კოკაია
ტრანსპორტის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:შოთა კოკაია
ტელეფონი:599 033006
ელ. ფოსტა:shota.kokaia@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:შოთა კოკაია
ტრანსპორტის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატრანსპორტო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
ე) სააგენტოს მიერ შესყიდული სატრანსპორტო ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად გაცემა;
ვ) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო ქონების ჩამოწერის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“