კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:შოთა როსტიაშვილი
ტელეფონი:577 550699
ელ. ფოსტა:Shota.Rostiashvili@forestry.gov.ge
ხელმძღვანელი:შოთა როსტიაშვილი
კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
გ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგს;
დ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;
ე) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას;
ვ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რისკფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს;
თ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლისდასაწყისშიგაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნას;
ი) სააგენტოში დასაქმებულ პირთა საქმიანობის პროცესში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, მათ გამოყენებასა და დაცვაზე კონტროლს.“