ეკო-გაკვეთილი ტყის კვირეულის ფარგლებში

ტყის კვირეულის ფარგლბეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თბილისის N176  საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ეკო გაკვეთილი გაიმართა.სატყეო ენტომოლოგმა გიორგი ბერეჩიკიძემ, მოსწავლეებს ტყეების მნიშვნელობასა  და ეკოსისტემურ სერვისებზე, საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, ქვეყანაში ფართოდ გავრეცელებულ და ასევე, წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე ესაუბრა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.მსგავსი ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოში ქცევის წესების დამკვიდრებას.

იხილეთ სრულად

უკანონო სახერხი საამქრო ბორჯომში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტეროტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ სრულად

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2024 წლისთებერვლის სტატისტიკა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74  ფაქტი გამოავლინეს.აღნიშნული სამართალდარღვევებიდან,  29  ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის,  2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი  სამეგრელო -ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი.სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული.2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა    167.234 მ3  შეადგენს.

იხილეთ სრულად

უკანონო სახერხი საამქრო გურიაში

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს. კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. “რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია” - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

იხილეთ სრულად

სიახლეები

პროექტები